loader

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცუდად ვარ და სასწრაფო იყო“ - ელენე ხოშტარია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცუდად ვარ და სასწრაფო იყო“ - ელენე ხოშტარია განცხადებას ავრცელებს


„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტავს და სოცილურ ქსელში წერს, რომ საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო დახმარება პარლამენტმა გამოიძახა.

ელენე ხოშტარიას განმარტებით, წნევა ნორმის ფარგლებში აქვს, მაგრამ თავს ცოტა სუსტად გრძნობს.

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცუდად ვარ და სასწრაფო იყო. პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია. წნევა ნორმის ფარგლებში მაქვს, გლუკოზამ ცოტა დაიწია, მაგრამ ნორმის ფარგლებშია. პულსიც ოდნავ დაბალი, მაგრამ ნორმის ფარგლებშია. დრამატული არაფერი არ ხდება, უბრალოდ, ცოტა სისუსტე მაქვს და ხშირად მძინავს, ამიტომ ყველას ვერ გპასუხობთ. ინფორმაციას მოგაწვდით ყველა ეტაპზე. გამოსავალი მარტივია, სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში“,-წერს ხოშტარია „ფეისბუქზე“.