loader

"ცოცხალი ვარ! თორემ ზოგიერთი წერდა, ჩემი ორეული დადისო" - ალექსანდრ ლუკაშენკოს სკანდალური ვიდეო ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცოცხალი ვარ! თორემ ზოგიერთი წერდა, ჩემი ორეული დადისო" - ალექსანდრ ლუკაშენკოს სკანდალური ვიდეო ვრცელდება

ალექსანდრ ლუკაშენკომ ქალაქ ორშას "წითელი ზონა" მოინახულა, სადაც კოვიდ-19-ით ინფიცირებულებს კურნავენ. პაციენტთან საუბრის დროს მან პირბადე მოიხსნა, რათა გარშემომყოფები დარწმუნებულიყვნენ, რომ "ნამდვილი" ლუკაშენკო იყო მათ წინ. 

"ცოცხალი ვარ მე! ზოგიერთი კი წერს, რომ ორეული დადის" - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა. 

სოციალურ ქსელებში ვიდეოს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლების ნაწილი ლუკაშენკოს აკრიტიკებდა და წერდა, რომ პირბადე არ უნდა ჩამოეხსნა. ნაწილი იზიარებდა იმ აზრს, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ადრინდელი განცხადებებით, ის კორონავირუსს გულგრილად უყურებდა და სერიოზულად არ აღიქვამდა, ამ მოქმედებით კი მან დაადასტურა ძველებური დამოკიდებულება. 

საზოგადოების სხვა ნაწილმა პრეზიდენტს საქციელი მოუწონა და მის სიმამაცეს ხაზი გაუსვა.