loader

“დღეს ერთხელ გონება დაკარგა“ - ელენე ხოშტარიასთან სასწრაფო დახმარების ბრიგადა ისევ გამოიძახეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დღეს ერთხელ გონება დაკარგა“ - ელენე ხოშტარიასთან სასწრაფო დახმარების ბრიგადა ისევ გამოიძახეს


პარლამენტის შენობაში მოშიმშილე დეპუტატ ელენე ხოშტარიასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები ისევ იმყოფებიან. პარტია "დროას" წევრის ნინო გოგუაძის ინფორმაციით, ხოშტარია სუსტად არის და აქვს თავბრუსხვევა.

"დღეს ერთხელ გონება დაკარგა. ის არის უმძიმესი ფორმის შიმშილობაზე. სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობაც ყოველდღიურად მძიმდება და მის სოცოცხლესაც საფრთხე ემუქება", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

სასწრაფო დახმარების ექიმის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჰქონდა სისუსტე და ღებინება, თუმცა მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.

"ამ ეტაპზე პაციენტის ფიზიკალური მონაცემები ნორმაშია - წნევა, სატურაცია, პულსი. კარდიოგრაფოულად ცვლილებები არ არის. ჩივილებს რაც შეეხება, ჰქონდა სისუსტე, ასევე ერთჯერადი ღებინება. ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა", - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიას ექიმის დახმარება დღეს დილითაც დასჭირდა.