loader

“ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან, მისი განცხადებით, ტრანსპორტირება მოხდა სასწრაფოს მანქანით“ - ახალი დეტალები მიხეილ სააკაშვილის გლდანში გადაყვანის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან, მისი განცხადებით, ტრანსპორტირება მოხდა სასწრაფოს მანქანით“ - ახალი დეტალები მიხეილ სააკაშვილის გლდანში გადაყვანის შესახებ


სახალხო დამცველის წარმომადგენლის, მიხეილ ღოღაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. ამის შესახებ ღოღაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი რუსთავიდან გლდანში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. „მას წინააღმდეგობის გაწევაზე არაფერი განუცხადებია. მას არ უნდოდა მე-18 დაწესებულებაში გადმოსვლა. ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს მე-12 დაწესებულებიდან. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ტრანსპორტირება მოხდა მანქანით. გადმოიყვანეს სასწრაფოს მანქანით“, - განაცხადა ღოღაძემ.