loader

ცნობილია ორი ლოკაცია, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ხვალ აქციები გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია ორი ლოკაცია, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ხვალ აქციები გაიმართება


„ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების აქცია 12 ნოემბერს, 14:00 საათზე დედაქალაქის ორ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აქცია მეტროსადგურებთან „300 არაგველი“ და „დიდუბე“ ჩატარდება.

„გეგმა უცვლელია გამარჯვებამდე, ამიტომ ჩვენ შევიკრიბებით გეოგრაფიულად 2 განსხვავებულ წერტილში დედაქალაქში - „300 არაგველის“ მეტროსთან 14:00 საათზე და მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა შესასვლელ - გამოსასვლელთან 14:00 საათზე.

ბრძოლა გამარჯვებამდე! ბრძოლა ამ ქვეყნის გათავისუფლებამდე და ბრძოლა ამ ქვეყნის უკეთეს მომავლამდე!, - განაცხადა მელიამ.