loader

“ყოველ დღე იქნება უარესად და უარესად, თუ ასე გაგრძელდა“ - სააკაშვილის პირადი ექიმის საგანგაშო განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ყოველ დღე იქნება უარესად და უარესად, თუ ასე გაგრძელდა“ - სააკაშვილის პირადი ექიმის საგანგაშო განცხადება


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილს ჰქონდა მაღალი წნევა, რომელიც ამ დროისთვის უკვე დასტაბილურებულია.

როგორც მან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებულ ვითარებაში კარგ შედეგს არ უნდა ველოდოთ.

„პრეზიდენტს ჰქონდა პრობლემა წნევასთან დაკავშირებით, ამ საღამოს დარეგულირდა და არაუშავს. ასე მკურნალობა შეუძლებელია. ყოველ დღე იქნება უარესად და უარესად, თუ ასე გაგრძელდა. მაღალი წნევა ჰქონდა დღეს, ამჟამად დავასტაბილურეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ არ ექნება ეს პრობლემა ისევ. წნევა ჰქონდა დღეს და გუშინაც. ადამიანი შიმშილობს, სჭირდება მკურნალობა. შიმშილობას არ წყვეტს, მკურნალობა არ მიმდინარეობს, ეს დაწესებულება არ არის საავადმყოფო და როგორ უნდა ველოდოთ კარგ შედეგს, შეუძლებელია ეს“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.