loader

ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ გიორგი სიორიძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ გიორგი სიორიძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, გიორგი სიორიძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა სხდომა მათაც დატოვონ. როგორც სიორიძემ აღნიშნა, ჩატარებულ არჩევნებს ზოგ საკითხებში ლეგიტიმურობის პრობლემა აქვს.

"ჩემი წუხილი, თუ როგორ ჩავატარეთ არჩევნები, აქამდეც აღვნიშნე. ვფიქრობ ეს არის კრიტიკული სიტუაცია, რასაც ადეკვატური მოქმედება სჭირდება და ამ შემთხვევაში მე ადეკვატურად სხდომის დატოვებას მივიჩნევ. ამ არჩევნებს ზოგიერთ საკითხში ლეგიტიმურობის პრობლემა აქვს",- განაცხადა სიორიძემ.

სიორიძის მიერ სხდომის დატოვებას გამოეხმაურა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და აღნიშნა, რომ მისი მოადგილის მხრიდან სხდომის დატოვება კეკლუცობაა.

სხდომა ასევე დატოვეს "სტრატეგია აღმაშენებლის", "ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" მიერ დანიშნულმა წევრებმა.