loader

"ბატონო ნიკა, მესმის თქვენი წუხილი და გადავწყვიტე, საჯაროდ მეპასუხა თქვენთვის" - რატი ბრეგაძის მამის წერილი ნიკოლოზ სააკაშვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბატონო ნიკა, მესმის თქვენი წუხილი და გადავწყვიტე, საჯაროდ მეპასუხა თქვენთვის" - რატი ბრეგაძის მამის წერილი ნიკოლოზ სააკაშვილს


"ბა­ტო­ნო ნიკა, მძი­მეა სა­კი­თხი, რის გა­მოც გა­და­წყვი­ტეთ სა­ჯა­როდ მო­გე­მარ­თათ, მეს­მის თქვე­ნი წუ­ხი­ლი რო­გორც ექიმს და მშო­ბელს. არა­ვის ვუ­სურ­ვებ­დი შვი­ლის ნახ­ვას სა­პა­ტიმ­რო­ში. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, მეც სა­ჯა­როდ მე­პა­სუ­ხა თქვენ­თვის.

თქვენ მთხოვთ და­ვა­ფიქ­სი­რო ჩემი პო­ზი­ცია უშიშ­რად. კარ­გად არ მეს­მის, რისი ში­შით უნდა ვიყო შე­პყრო­ბი­ლი და რა შიში მაქვს გა­და­სა­ლა­ხი. რო­გორც ომის ვე­ტე­რა­ნის­თვის სამ­შობ­ლოს კე­თილ­დღე­ო­ბა და მშვი­დო­ბა ერ­თერ­თი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა. ჩემი შვი­ლის სტი­პენ­დი­ის სა­კი­თხმა სხვა­დას­ხვა კონ­ტექ­სტში უკვე რამ­დენ­ჯერ­მე გა­იჟ­ღე­რა, ამი­ტომ მინ­და და­ვა­ზუს­ტო: რათ­ქმა­უნ­და, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი მშო­ბე­ლი მო­ხა­რუ­ლი ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ჩემ­მა შვილ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­ჩი­ნე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და მაქს პლან­კის ინ­სტი­ტუ­ტის პერ­სო­ნა­ლუ­რი მოწ­ვე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­ი­პო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან არ­სე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის ერ­თწ­ლი­ა­ნი სტი­პენ­დია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც იგი იმ­ყო­ფე­ბო­და გერ­მა­ნი­ა­ში სა­მეც­ნი­ე­რო მივ­ლი­ნე­ბა­ში 2006 წელს.

შემ­დგომ, გერ­მა­ნი­ის აკა­დე­მუ­რი გაც­ვლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სტი­პენ­დი­ით გა­ი­ა­რა ერ­თწ­ლი­ა­ნი მა­გის­ტრა­ტუ­რა, მი­ი­ღო LLM ხა­რის­ხი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის სა­ხე­ლო­ბის ფონ­დის სამ­წლი­ა­ნი სტი­პენ­დი­ის ფარ­გლებ­ში, ჰამ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა დოქ­ტო­რან­ტუ­რა და მი­ე­ნი­ჭა სა­მარ­თლის დოქ­ტო­რის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი. თი­თო­ე­ულ ფონ­დი­სად­მი გულ­წრფე­ლად მად­ლი­ე­რი ვი­ყა­ვი, ვარ და ვიქ­ნე­ბი მო­მა­ვალ­ში! თუმ­ცა აქვე არ შე­მიძ­ლია არ გა­ვიხ­სე­ნო ის უსა­მარ­თლო­ბა, რო­დე­საც გან­სხვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო, 2011 წელს მას უარი ეთ­ქვა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე დოქ­ტო­რის ხა­რის­ხით, ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რის ვა­კან­ტუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა­ზე. ჩემი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩემს სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კა­ში არა­ერ­თხელ დავ­რჩე­ნილ­ვარ დი­ლე­მას­თან. მაგ­რამ ყო­ველ­თვის მჯე­რო­და, რომ პა­ცი­ენ­ტის მარ­თვა ექი­მე­ბის და არა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის საქ­მეა.

აფხა­ზე­თის ომის დროს, ოჩამ­ჩი­რე­ში, გულ-მკერ­დის ჭრი­ლო­ბით აფხა­ზი გვეწ­ვა. კე­თილ­შო­ბი­ლი კა­ცის ქი­რურ­გის, აწ გან­სვე­ნე­ბუ­ლის და­ვით მა­ღა­ლაშ­ვი­ლის ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი. ერთ ოთახ­ში ვცხოვ­რობ­დით რამ­დე­ნი­მე ექი­მი და­თოს­თან ერ­თად და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვეხ­მა­რე­ბო­დით სა­მე­დი­ცი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. არ იყო იშ­ვი­ა­თი ჩვენს მი­მართ, უკ­მა­ყო­ფი­ლო, ხში­რად უცენ­ზუ­რო, ზოგ­ჯერ აგ­რე­სი­უ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბიც... ამ გა­რე­მო­ე­ბას მედ­პერ­სო­ნა­ლის ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის ერ­თგუ­ლე­ბა­ში კო­რექ­ტი­ვი ომის დრო­საც არ შე­უ­ტა­ნია.

მე ღრმად მწამს, სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ჩვე­ნი ექი­მე­ბის პრო­ფე­სი­ულ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ში. დაე მათ, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი, ჯან­მრთე­ლო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­სა­ზღვრონ მკურ­ნა­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი.ასე­ვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მა იხელ­მძღვა­ნე­ლებს ექი­მე­ბის არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი, ობი­ექ­ტუ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით და მათი პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ჩა­სა­ტა­რე­ბელ აუ­ცი­ლე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან შე­ჯე­რე­ბით, მი­ი­ღებს დი­ნა­მი­ურ და კო­რექ­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. და­სას­რულს, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თერ­თმა წევ­რმა, რო­გორც ექიმ­მა, მინ­და ვთხო­ვო და მო­ვუ­წო­დო თქვენს შვილს შე­წყვი­ტოს შიმ­ში­ლო­ბა. თქვენ და თქვენს ოჯახს ვუ­სურ­ვებ ჯან­მრთე­ლო­ბას" - ნათ­ქვა­მია გრი­გოლ ბრე­გა­ძის წე­რილ­ში.