loader

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, ხვალ სხვადასხვა სახის საპროტესო აქცია გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, ხვალ სხვადასხვა სახის საპროტესო აქცია გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, ხვალ სხვადასხვა სახის საპროტესო აქცია გაიმართება. აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც ნიკა მელია განმარტავს, აქციები არამხოლოდ თბილისში, არამედ სხვა რეგიონშიც ჩატარდება.

„ხვალ გაიმართება რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა თბილისში და არამხოლოდ თბილისში, რასაც ახლა არ დაავანონსებ, მაგრამ დილიდან ამ ყველაფერს იხილავთ.

ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფი, ოპოზიციური პარტია, ამ საერთო საპროტესტო მოძრაობაშია ჩართული, რომ მიტაცებული არჩევნები უკან დაიბრუნონ, ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა მოვიპოვოთ.

ხვალ, 19:00 საათზე „სირცხვილია“ აქ, რუსთაველის გამზირზე, აქციას გამართვს, ჩვენ კი სხვადასხვა წერტილში, სხვადასხვა სახის საპროტესო აქციას გავმართავთ, არამხოლოდ თბილისში“,-აღნიშნავს მელია.