loader

“მას პრაქტიკულად აღარ აქვს შესაძლებლობა, რომ გადაადგილდეს... ადამიანი შემოვიდა კედელ-კედელ. ძალიან ცუდად არის“ - გვარამია სააკაშვილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მას პრაქტიკულად აღარ აქვს შესაძლებლობა, რომ გადაადგილდეს... ადამიანი შემოვიდა კედელ-კედელ. ძალიან ცუდად არის“ - გვარამია სააკაშვილზე


“მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის“ - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ N18 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება უჭირს და წინა ვიზიტთან შედარებით კიდევ უფრო დასუსტებულია.

„ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ასეთი ფერის რამდენიმე დღის წინ რომ ვიყავი შესული, არ იყო, ასე სუსტადაც არ იყო. ადამიანი შემოვიდა კედელ-კედელ, რეალურად ვერ დგას წესიერად ფეხზე. უკვე მგონია, რომ რამდენად სწორია, რომ ჩამოჰყავთ. მე თვითონაც უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ ჩემს გამო უნდა ჩამოვიდეს, რა საქმეც არ უნდა იყოს.

რამდენჯერმე ადგა ფეხზე და ჩანს, რომ ქანაობს უკვე ადამიანი, ვერ იკავებს თავს და ვთხოვე, რომ დამჯდარიყო. მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის, ჩემი შეფასებით”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ვიდეო: “ტვ პირველი“