loader

“მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად სუსტად არის და იყო მომენტები, როდესაც საუბრის გაგრძელების საშუალება აღარ გვქონდა“ - ხატია დეკანოიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად სუსტად არის და იყო მომენტები, როდესაც საუბრის გაგრძელების საშუალება აღარ გვქონდა“ - ხატია დეკანოიძე


მან მითხრა, რომ რამდენიმე დღეა, რაც არ იღებს წამლებს, რომლებიც აუცილებელია მისი სიცოცხლის პარამეტრების შესანარჩუნებლად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, გლდანის ციხესთან, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიას განუცხადა.

დეკანოიძის თქმით, სააკაშვილმა მას უთხრა, რომ წნევის სერიოზული ცვალებადობა აქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია ჰიპერტონული კრიზი დაემართოს, რომელიც აქამდე უკვე ჰქონდა.

„მას ძალიან მძიმე, ყვითელი ფერი აქვს და ის უფრო ფერმკრთალია. ის გაცილებით უფრო მხნედ იყო წინა დღეებში. ის ნამდვილად სუსტად არის და გულწრფელად რომ გითხრათ, იყო მომენტები, როდესაც საუბრის გაგრძელების საშუალება აღარ გვქონდა, რადგან სისუსტე იყო გამოხატული.