loader

რა ხდება ამ წუთებში ზუგდიდში - "ხელები დამაგლიჯეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ზუგდიდში - "ხელები დამაგლიჯეს"

ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფ მოშიმშილე ოპოზიციონერებს საკრებულოს დარბაზი სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

ამ წუთებში მოშიმშილეები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ოთახში შეჰყავთ, სადაც ისინი თავდაპირველად იმყოფებოდნენ.

ზუგდიდის საკრებულომ მოშიმშილეებს რამდენჯერმე მიმართა, რომ დაეტოვებინათ სხდომათა დარბაზი, თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ არ აპირებდნენ დარბაზის დატოვებას, რის შემდეგაც ისინი დარბაზიდან პოლიციის ძალით გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრებმა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობენ, ლეიბები საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს გაშალეს და აცხადებდნენ, რომ ამ ფორმით, წინა მოწვევის დეპუტატების მიერ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დაწყებას და მის დაჩქარებული წესით მიღებას აპროტესტებდნენ. მანამდე ოთხი ახლად არჩეული დეპუტატი და ერთი ექიმი საკრებულოს შენობაში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ოთახში 15 ნოემბრიდან შიმშილობდა.