loader

"უმრავლესობა პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია, საჯარო განცხადებებშიც არ მალავდნენ ამას" - ირაკლი კობახიძე კონსილიუმის წევრებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უმრავლესობა პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია, საჯარო განცხადებებშიც არ მალავდნენ ამას" - ირაკლი კობახიძე კონსილიუმის წევრებზე

ის, რაც ე.წ. კონსილიუმმა გააკეთა, „ფეიკია"! - აღნიშნული შეფასება ომბუდსმენის ინიციატივით შექმნილი კონსილიუმის დასკვნასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

ამასთან, როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა: “წარმოვიდგინოთ, რომ ამ "ფეიკდასკვნას" გაგრძელება მოჰყვა, რაც არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას ის სცენარი მოჰყვა, რისიც გვეშინია - ამ შემთხვევაში, ეს მორიგი "ფეიკი", ისეთი რამ ხდება, რასაც შეიძლება მათ შორის ომბუდსმენისა და კონკრეტული ექიმების პირდაპირი პასუხისმგებლობა მოჰყვეს“.