loader

"მივიღე გადაწყვეტილება... სხვა გზა არ მაქვს" - რა გადაწყვეტილება მიიღო ელენე ხოშტარიამ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მივიღე გადაწყვეტილება... სხვა გზა არ მაქვს" - რა გადაწყვეტილება მიიღო ელენე ხოშტარიამ

ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს, არაფერს გადავისხამ და მივიღებ, - ამის შესახებ

"დროას" ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ელენე ხოშტარია "ფეისბუქში" წერს.

ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტში უკვე მე-17 დღეა შიმშილობს, აცხადებს, რომ უმოქმედოდ ვერ იჯდება იმ დროს, როცა სააკაშვილი "კრიტიკულ რამდენიმე საათში ბოლომდე გამოკვლეულიც კი არ არის".

"გუშინ მთელი ღამე ველოდებოდი იმ კადრს ან ფრაზას, რომ გადაყავთ ამდენი ექიმის რეკომენდაციის და პანიკის შემდეგ. საბოლოო ჯამში, ღამიდან დავასკვენი, რომ იმ დროს, როცა სააკაშვილის თავში და არამარტო, მიდის საშიში პროცესები და კრიტიკულ რამდენიმე საათში გამოკვლეულიც კი არ არის ბოლომდე.

დრო არათუ აღარაა, შეიძლება დაგვიანებულია.

ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ.

მე სხვა გზა არ მაქვს. ვერ ვიჯდები უმოქმედოდ გადამწყვეტ წუთებში

გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში სასწრფოდ", - წერს ელენე ხოშტარია.