loader

მეგის ქარდავა პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეგის ქარდავა პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებსა და განცხადებასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

"ჩემი დაკავება მოხდა სასამართლო დარბაზში და არანაირი ჩხრეკა ჩემს საცხოვრებელ სახლში არ ჩატარებულა, ხოლო ის, რისი ტირაჟირებაც მტკიცებულების სახით მოახდინა პროკურატურამ, დადგება დრო და პროკურატურას, პირადად შოთაძეს მოუწევს პასუხისგება აღნიშნულთან დაკავშირებით.

მივმართავ გაეროს, სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს, უზრუნველყონ ჩემი და ჩემი ოჯახის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება.
ყოველივე აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემს გაეროსთან მიცემულ ინტერვიუში მოყვანილ ფაქტებს და აქედან გამომდინარე შეისწავლონ და იმოქმედონ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში", - წერს მეგის ქარდავა სოციალურ ქსელში.

საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.

ვრცლად იხილეთ გაგრძელება>>>