loader

"ცნობილი დემაგოგი კობახიძე რატომ წავიდა? - იმიტომ, რომ..." - გია ხუხაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცნობილი დემაგოგი კობახიძე რატომ წავიდა? - იმიტომ, რომ..." - გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნება" საქართველოში მგელივით რომ იქცეოდა, ახლა შეეცდება, რომ ევროპაში კრავის ქურქი გადაიცვას, ამას ემსახურება მათი სტარსბურგში ვიზიტიც, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარისა და სხვა წევრების სტრასბურგში ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.

როგორც ხუხაშვილი ამბობს, ვიზიტის მიზანია მმართველმა პარტიამ ევროპას საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე თავისი ვერსია შესთავაზოს და დაარწმუნოს ამაში.

"მე ვფიქრობ, სტრასბურგში "ქართული ოცნების" წევრები შეეცდებიან თავისი ვერსიებით რაღაცნაირად გამოასწორონ ის ძალიან სერიოზულად შერყეული რეპუტაცია. ჩავლენ და შეეცდებიან, რომ ევროპა დაარწმუნონ შეთქმულების თეორიებში. ცნობილი დემაგოგი კობახიძე რატომ წავიდა? - იმიტომ, რომ მას ხელისუფლების შიგნით მთელ ამ მარაზმზე, რაც ამ ორი თვის განმავლობაში ხდებოდა, პასუხისმგებლობა დაეკისრა. შესაბამისად, ის შეეცდება, რომ ეს ყველაფერი გამოასწოროს. გარკვეულწილად, ევროპას თავისი ვერსია შესთავაზოს. რამდენად დამაჯერებელი იქნება, გამიჭირდება ამის თქმა, ძალიან რთული იქნება მისთვის ევროპარლამენტარების დარწმუნება, რომ აქ დემოკრატიასთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია და არც სააკაშვილის ირგვლივ პოლიტიკური არაფერი ხდებოდა და ეს მხოლოდ მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარეობდა. მაგრამ სხვა რა გზაა, უნდა წავიდეს და მცდელობა მაინც უნდა ჰქონდეს, შედეგებს ვნახავთ. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო "ქართული ოცნების" ინიციატივა იქნებოდა. "ქართული ოცნება" მგელივით რომ იქცეოდა საქრთველოში, ახლა შეეცდება, რომ ევროპაში კრავის ქურქი გადაიცვას, ამას ემსახურება ეს ყველაფერი. დაუჯერებენ თუ არა, ვნახოთ.

რაც შეეხება იმას, უკავშირდება თუ არა სტრასბურგის სასამართლოს ხვალ მისაღებ გადაწყვეტილებას, არ მგონია, რომ ვინმეს "ქართულ ოცნებაში" იმის ილუზია ჰქოდეს, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მათი ვიზიტი რაღაცნაირად იმოქმედებს. ასე ვერ იქნება. არ მგონია, რომ ამის ილუზია ჰქონდეთ, მაგრამ თავისთავად ის, რომ შეეცდებიან თავისი შერყეული რეპუტაცია გამოასწორონ, თავისი ვერსიებით, ეს ფაქტია. ჩემია აზრით, ვიზიტის მიზანიც ესაა. როგორც ამბობენ, ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილზე საუბარი "ალბათ" იქნება კი არა, ვიზიტის მიზანიც ესაა. ერთია, არჩევნების თემა, მაგრამ მთავარი საკითხი იქნება მიხეილ სააკაშვილი. ორი თვე ჩვენ დილას სააკაშვილით ვიღვიძებდით და საღამოს სააკაშვილით ვიძინებდით. ბუნებრივია, რომ საააკაშვილზე, მის ბედზე კი არა, მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე იქნება საუბარი,"- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის წევრები სტრასბურგში გაემგზავრნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი ევროპარლამენტარებს შეხვდებიან. როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრებზე საუბარი "ალბათ" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხება, თუმცა მათი მთავარი ამოცანაა, პარტნიორებამდე ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებული გზავნილები მიიტანონ.