loader

რა კითხვა აწუხებთ მოქალაქეებს მას შემდეგ, რაც გაიგეს რომ 1-ელი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება - "ასეთ შემთხვევაში მომცემენ "მწავნე პასპორტს?" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა კითხვა აწუხებთ მოქალაქეებს მას შემდეგ, რაც გაიგეს რომ 1-ელი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება - "ასეთ შემთხვევაში მომცემენ "მწავნე პასპორტს?"

"მწვანე პასპორტი" 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდება და გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი. "მწვანე პასპორტის" მოთხოვნა 18 წლის ზემოთ მოქალაქეებზე გავრცელდება.

სოციალურ ქსელში ამ გადაწყვეტილებამ მოქალაქეების დაბნეულობა გამოიწვია:
"ანტისხეულებზე რომ ავიღო ანალიზი და დავადასტურო გადატანილი მაქვს კორონა, ამ შემთხვევაში მომცემენ ნეტა "მწვანე პასპოსტს?
თუმცა პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის პსრ ტესტი, ან 24- საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ "მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, "მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.