loader

რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილის ახალი წერილი გავრცელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილის ახალი წერილი გავრცელდა

29-ში ჩანიშნულ "სასამართლო" პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საკუთარ მიმართვაში წერს.

ამასთან, სააკაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს დეკემბერში "საერთო ეროვნული აქციის" გამართვისკენ მოუწოდებს.

"მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში. 29-ში ჩანიშნულ "სასამართლო" პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით საინიციატივო ჯგუფის შექმნას, ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, იმედი აქვს, რომ მისი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი უახლოეს დღეებში შეიქმნება.

"რაც შეეხება ჩემს გუშინდელ პოსტს - მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს, ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვლად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.