loader

"შესაცვლელია გადაწყვეტილება, რომ კოვიდგადატანილ პაციენტს ე.წ. მწვანე სტატუსი მუდმივად აქვს" - პაატა იმნაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შესაცვლელია გადაწყვეტილება, რომ კოვიდგადატანილ პაციენტს ე.წ. მწვანე სტატუსი მუდმივად აქვს" - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ შესაცვლელია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კოვიდგადატანილ პაციენტს ე.წ. მწვანე სტატუსი მუდმივად აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვირუსის გადატანა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ პირს კოვიდ 19 აღარ დაემართება.

„ჩემი აზრით, ეს საკითხი შესაცვლელია. ჩვენც გვაქვს უკვე ქვეყანაში რეინფიცირების 5 ათასზე მეტი შემთხვევა. ასე რომ, სამწუხაროდ, კოვიდის გადატანა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ადამიანს კოვიდი აღარ დაემართება“, - განაცხადა იმნაძემ.

როგორც მან აღნიშნა, არის შემთხვევები, როდესაც კორონავირუსგადატანილი ადამიანები ერთიან მონაცემთა ბაზაში არ არიან.

„ჩვენი ბოლო გათვლებით, საქართველოში დაახლოებით 55% არის იმ ადამიანების, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი აქვს, ეს არის როგორც ვირუსგადატანილები, ასევე აცრილები. რა თქმა უნდა, მათ შორის არიან ისეთი ადამიანები, ვინც არ არიან ბაზებში“, - განაცხადა იმნაძემ.