loader

"საგანგებოდ ჩხრეკენ მათ" - მიხეილ სააკაშვილმა ახლახან განცხადება გაავრცელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საგანგებოდ ჩხრეკენ მათ" - მიხეილ სააკაშვილმა ახლახან განცხადება გაავრცელა

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს, რომ გორის ჰოსპიტალში, სადაც ის მკურნალობის პროცესს გადის, 26 ნოემბრიდან დეპუტატების შეშვება ნებადართული იყოს. აღნიშნულის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადება "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

"უკვე 1 კვირაა ჩემთან არ უშვებენ "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს. ბოლო დღეებში სუს-ის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები.

თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი", - ნათქვამია სააკაშვილის წერილში.