loader

ფიზიკური დაპირისპირება და გაწევ-გამოწევა ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფიზიკური დაპირისპირება და გაწევ-გამოწევა ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე

ბათუმის საკრებულოში ბიუროს სხდომაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა. ოპოზიციის წევრები ბიუროს სხდომაზე მივიდნენ და საკრებულოს უმრავლესობას განუცხადეს, რომ დღევანდელი ბიუროს სხდომა არალეგიტიმურია. ოპოზიციის წევრების თქმით, "ქართული ოცნება" დაჩქარებული წესით ცდილობს ახალი საკრებულოს შეკრებამდე მოხდეს მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მირდატ ქადამაძემ ბიუროს სხდომაზე საკითხების ფურცელი დახია.

შენობაში იმყოფებიან სამართალდამცავები, რომლებიც უმაღლესი საბჭოს წევრების გაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობენ.