loader

"მივიღე ასეთი უწყინარი გადაწყვეტილება" - მიზეზი, რის გამო ბათუმის საკრებულოში სხდომა შეწყდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მივიღე ასეთი უწყინარი გადაწყვეტილება" - მიზეზი, რის გამო ბათუმის საკრებულოში სხდომა შეწყდა

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მირდატ ქამდაძემ საკრებულოს სხდომათა დარბაზში სპეციალური ხსნარი გაუშვა, რის გამოც სხდომა შეწყდა.

ქადამაძის განმარტებით, აღნიშნული ხსნარი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მისი სუნის გამო, დეპუტატებს დარბაზის დატოვება უწევთ.

"ეს საკრებულოს სხდომა დღეს უნდა ჩაიშალოს. ბიუჯეტი არ უნდა მიიღონ ვადაგასულმა ადამიანებმა. არ მინდოდა ძიძგილაობა და ჩხუბი. მივიღე ასეთი უწყინარი გადაწყვეტილება. ბოლო წუთამდე, სანამ გაძლება შესაძლებელი იქნებოდა, ვაპირებდი იქ ყოფნას, რომ ვინმემ არ იფიქროს, რომ ეს ნივთიერება არის საფრთხის შემცვლელი. ამ ნივთიერებას აქვს სუნი, რომელიც არის რთულად გასაძლები", - აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.

თავის მხრივ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ეს არის ანტისახელმწფოებრივი ქმედება და ოპოზიცია ყველანაირ პროვოკაციას აწყობს ქულების დასაწერად.

შენობის ირგვლივ მობილიზებული არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი სხდომას შეძახილებით: "მონებო" და "ვერ ჩაატარებთ" აპროტესტებენ. საკრებულოს შენობაში რამდენიმე ადგილზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა.