loader

"გამოსვლისას თითი მომატეხეს" - ანა წითლიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამოსვლისას თითი მომატეხეს" - ანა წითლიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე აქციის დროს ხელი დაიზიანა. პირველადი დამხარება მას ადგილზე გაეწია. როგორც ანა წითლიძემ განაცხადა, ხელი მას მაშინ დაუზიანდა, როდესაც შენობის წინ საპროტესტო შინაარსის მქონე წარწერის გაკეთებას ცდილობდა.

"მონებოს" დაწერას ვცდილობდი და ამიტომ მომატეხეს თითი", - განაცხადა ანა წითლიძემ.

ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ოპოზიცია საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას აპროტესტებს, ამ დრომდე ხმაურია. პოლიციამ ცოტა ხნის წინა ადგილზე ოპოზიციის ორი მხარდამჭერი დააკავა. ისინი შენობის გარეთ წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ, რის უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. პარალელურად შენობის შიგნით ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა მიმდინარეობს, საიდანაც ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიციამ გამოიყვანა.