X
“სხვა სერვისიც ხომ არ შევთავაზოთ, მასაჟისტი ჩამოვიყვანოთ, გერმანიიდან რომ ჩამოჰყავდა ხოლმე... თმას რომ იჭრიდა ბიუჯეტიდან“ - კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე
21:29 / 26-11-2021

“კიდევ რამე სხვა სერვისიც ხომ არ შევთავაზოთ?! - მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ, გერმანიიდან რომ ჩამოჰყავდა ხოლმე, თმას რომ იჭრიდა ბიუჯეტიდან. იგივე გავაკეთოთ?!“ - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ წამყვანის კითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას ეხებოდა.

მისი თქმით, საზოგადოებას არ დავიწყევია თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

„კიდევ, რამე სხვა სერვისიც ხომ არ შევთავაზოთ?! - მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ, გერმანიიდან რომ ჩამოჰყავდა ხოლმე, თმას რომ იჭრიდა ბიუჯეტიდან. იგივე გავაკეთოთ?! - ჩვენ ხომ სამართლებრივ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, ადამიანი, მერე რა რომ პოლიტიკოსია, მერე რა რომ მაღალი თანამდებობის პირი იყო, მერე რა რომ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, თუ ჩადიხარ დანაშაულს. ჩვენ რა დაგვავიწყდა ის, რაც ხდებოდა 2012 წლამდე? რა დამოკიდებულება იყო საზოგადოების მიმართ, როგორ უსწორდებოდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს?! ეს დაავიწყდა საზოგადოებას, დაავიწყდა რა ხდებოდა საპატიმროებში?! დაავიწყდა საზოგადოებას ბიზნესის მიმართ რა მდგომარეობა იყო და როგორი მიდგომები ჰქონდათ, როგორ ატერორებდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს, როგორ კლავდნენ ახალგაზრდებს ქუჩაში?! 26 მაისს გახსოვთ ხომ, მოკლული ადამიანები სახურავებზე რომ შემოყარეს?!“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური კლასი - რა პასუხი გასცა უკმაყოფილო ვლადიმირ პუტინს 2002 წელს საჯაროდ?
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
“ვიცი, რომ შევძლებ“ - გიორგი სუხიტაშვილი სარეაბილიტაციო ცენტრიდან ვიდეოს აქვეყნებს
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს