X
ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს
16:29 / 27-11-2021
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, დაახლოებით ერთ კვირაში საქმეებს დაუბრუნდება.

"მეგობრებო, გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა "ნიუ ჰოსპიტალს", ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია.

ვახტანგ კალოიანის მხარდაჭერის და დახმარების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა შიმშილობის დროსაც და ახლაც. პროფესიონალიზმის გარდა, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენი ურთიერთობა იდგა და იდგება, არის ნდობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ.

ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად. ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს.

ყველას ძალიან დიდი მადლობა",- წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში 17 დღის განმავლობაში იშიმშილა. შიმშილობის შემდეგ კი სარეაბილიტაციო კურსი "ნიუ ჰოსპიტალში" გაიარა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
მამა ნიკოლოზმა მრევლს 100-100 ლარი დაურიგა - რა კადრები ვრცელდება ინტერნეტში?
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს