loader

რა თქვა მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა - "დღეისთვის პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თქვა მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა - "დღეისთვის პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია"

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის ნინო გოგორიშვილის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სასამართლო პროცესისთვის ემზადება.

კითხვაზე, იქნება თუ არა თუ არა სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მზად, რომ 29 ნოემბერს საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწროს, ექიმი ამბობს - "ვფიქრობ, იქნება".

"დღეისთვის პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მცირე სისუსტე. ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებშია. კვების რაციონი გაფართოებულია და თითქმის სრული მენიუთი იკვებება. მენიუ არის ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით შედგენილი. ძალის აღდგენა მიმდინარეობს. დაიწყო უკვე ფიზიკური გააქტიურება. ბატონი მიხეილი ემზადება სასამართლოსთვის. დღეისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია",- განაცხადა სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა.