loader

"გვქონდა შეხვედრა, კაბინეტში დამიბარა სააკაშვილმა და მითხრა" - სააკაშვილის საქმის მოსამართლე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გვქონდა შეხვედრა, კაბინეტში დამიბარა სააკაშვილმა და მითხრა" - სააკაშვილის საქმის მოსამართლე

პატიმრობა რომ არ გაგვეუქმებინა, მიუხედავად შეწყალებისა, სააკაშვილი საპატიმროში დარჩებოდა. ახლა, თუ სალომე ზურაბიშვილი იმ დასკვნამდე მივა, რომ შეიწყალებს, ჩვენთან პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება, - ამის შესახებ 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი კოლეგიის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა განაცხადა, რითაც განმარტა, რატომ გაუუქმა სასამართლომ იმავე საქმის წინა სხდომაზე მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

გარდა ამისა, ორკოდაშვილს აქვს მოლოდინი, რომ სააკაშვილს 29 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომაზე მიიყვანენ და აცხადებს, რომ თუ ბრალდებული სასამართლო პროცესს არ დაესწრება, სხდომას არ ჩაატარებენ.

წყარო: "ნოდარ მელაძის შაბათი"