loader

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 951 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 772 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 179 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 333 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 838 639-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.98% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.94%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განგამოჯანმრთელდა 5 052 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 779 510.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 927 პირი ემსხვერპლა.