"მიხეილ სააკაშვილი მოუთმენლად ელოდება ხვალინდელ დღეს - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელშემშლელი არ არის, რომ სასამართლო პროცესს დაესწროს" - ნიკოლოზ ყიფშიძე
მიხეილ სააკაშვილი მოუთმენლად ელოდება, რომ ხვალ შეხვდეს ქართველ ხალხს და თქვას თავისი სიტყვა, მაგრამ ჩვენ წინასწარ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს იგეგმება თუ არა მისი წაყვანა სასამართლოზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.
ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი კვლავ სუსტად არის, მაგრამ არა ისე, რომ სასამართლო პროცესზე დასწრება ვერ შეძლოს.
ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი კვლავ სუსტად არის, მაგრამ არა ისე, რომ სასამართლო პროცესზე დასწრება ვერ შეძლოს.