loader

"თქვე ნაძირლებო..." - დაპირისპირების კადრები თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვე ნაძირლებო..." - დაპირისპირების კადრები თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოდან

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, ხმაური იყო.

კერძოდ კი, სამართალდამცველებმა რამდენიმე ოპერატორი, რომლებიც სასამართლოს ეზოსთან არსებულ ბეტონის ღობეზე ავიდნენ, ჩამოიყვანეს. შესაბამისად, მათ აღნიშნული ადგილიდან გადაღების საშუალება არ მიეცათ.

პოლიციელების მხრიდან ოპერატორების ჩამოყვანას ადგილზე შეკრებილი საზოგადოებისგან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი პოლიციელებს მიმართავდნენ სიტყვებით – “მილიცია, ფაშისტებო”.

სასამართლოს ეზოსთან განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.

ადგილზე იმყოფებიან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებიც. ისინი სხვადასხვა სიტყვას სკანდირებენ მიხეილ სააკაშვილის გასამხნევებლად.

ვიდეო: "მთავარი არხი"