loader

პირდაპირი ეთერი სასამართლოდან, სადაც ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი ეთერი სასამართლოდან, სადაც ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას პირველად ესწრება თავად ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი.

სხდომაზე მედიასაშუალებებიდან მხოლოდ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" დაუშვეს, თუმცა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ რამდენიმე წუთის განმავლობაში დარბაზიდან პირდაპირი ტრანსლირების განხორციელება შეძლო. კადრებში ჩანს, მსჯავრდებულებისთვის განკუთვნილ, გისოსებით შემოსაზღვრულ სივრცეში განთავსებული მიხეილ სააკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა საქართველოს ჰიმნი ჩართეს, რასთან დაკავშირებითაც მათ მოსამართლეთა კოლეგიამ შენიშვნა მისცა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.