loader

"გაითიშა, გონება დაკარგა" - რა ხდება ამ წუთებში სასამართლოს ტერიტორიაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაითიშა, გონება დაკარგა" - რა ხდება ამ წუთებში სასამართლოს ტერიტორიაზე?

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს, რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა. მათ შორის არიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენელი. ისინი შეუძლოდ მას შემდეგ გახდნენ, რაც რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა "წიწაკის სპრეი" გამოიყენეს.

ადამიანებს, რომლებიც აქციის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდნენ, ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

რაც შეეხება საქალაქო სასამართლოსთან არსებულ ვითარებას, ამ დროისთვის სიმშვიდეა, აქცია გრძელდება. ისმის შეძახილები: "თავისუფლება მიშას!"

ვიდეო: "მთავარი არხი"