loader

"ხელი ჩასწიე, პატივისცემას არ იმსახურებთ" - გიგი უგულავა დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელი ჩასწიე, პატივისცემას არ იმსახურებთ" - გიგი უგულავა დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს. მასთან მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გოგა მემანიშვილი, რომელმაც უგულავას განუცხადა, რომ ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

"თქვენ მოუწოდებდით მოქალაქეებს გზის სავალი ნაწილზე გადასვლისკენ. შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით ხართ დაკავებული", - განუცხადა გოგა მემანიშვილმა უგულავას. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.