loader

"ამის შესახებ მითხრა სანდრამ, რომელსაც ძალიან ვენდობი, რომელთან ერთადაც ძალიან მაგარი შვილები გავზარდე" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამის შესახებ მითხრა სანდრამ, რომელსაც ძალიან ვენდობი, რომელთან ერთადაც ძალიან მაგარი შვილები გავზარდე" - მიხეილ სააკაშვილი

"საქართველოში რომ უნდა დავრუნებულიყავი ბოლოს მითხრა ჩემმა 15 წლის შვილმა, ნიკუშამ - „ან ახლა არ ან არასდროს! ჩვენ დავკარგავთ ქვეყანას!“ ეს მითხრა სანდრამაც, რომელსაც ძალიან ვენდობი და რომელთან ერთადაც ორი ძალიან კარგი შვილი გავზარდე. სანდრას ნამუშევარი კვალი მხვდება ყველგან, მათ შორის, ციხის სისტემაში, სადაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული პატიმრების ჯანდაცვის კუთხით. 800 დოლარი რომ გვქონდა ხელფასი 90-იან წლებში, გია ბარამიძეს კარგად ახსოვს, 400 ქველმოქმედებაზე იხარჯებოდა", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე განაცხადა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.