loader

იქნება თუ არა "მწვანე პასპორტი" ტრანსპორტშიც სავალდებულო? - "ტრანსპორტი უნდა იყოს აუცილებლად მეორე ეტაპზე და როგორც ვიცი, ეს იგეგმება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იქნება თუ არა "მწვანე პასპორტი" ტრანსპორტშიც სავალდებულო? - "ტრანსპორტი უნდა იყოს აუცილებლად მეორე ეტაპზე და როგორც ვიცი, ეს იგეგმება"

ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, "მწვანე პასპორტი" საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც ამოქმედდება. ამის შესახებ ალერგოლოგმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა.

"მწვანე პასპორტის" ფუნქცია, რა თქმა უნდა, მარტო რესტორანში შესვლა-გამოსვლა არ უნდა იყოს. ამიტომ ამას ლოჯისტიკური დახმარება სჭირდება, რომ სპეციალური აპარატები დამონტაჟდეს საქალაქო ტრანსპორტში ან მეტროს შესასვლელებში.

ეს მომავალში, რა თქმა უნდა, უნდა გაკეთდეს. ტრანსპორტი უნდა იყოს აუცილებლად მეორე ეტაპზე და როგორც ვიცი, ეს იგეგმება, ოღონდ დროში სწრაფად ვერ იქნება. მისი აღსრულება უნდა მოხდეს, ის არ უნდა იყოს, როგორც გვაქვს ბევრი რეგულაცია და არ ხდება მისი აღსრულება", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.