loader

"ზვიადაურის გამოშვება მინდა წამოვწიო ახლა..." - ანა დოლიძე ზურაბ ზვიადაურის ციხიდან გირაოთი გათავისუფლებას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ზვიადაურის გამოშვება მინდა წამოვწიო ახლა..." - ანა დოლიძე ზურაბ ზვიადაურის ციხიდან გირაოთი გათავისუფლებას ეხმაურება

პარტიის "ხალხისთვის" ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოში სასამართლო და ზოგადად, სახელმწიფო, სელექციურობით ხასიათდება. როგორც დოლიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ სასამართლო, ერთი მხრივ, გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებს საზოგადოებისთვის საშიშ, თუმცა "პრივილეგირებულ" პატიმარს, ზურაბ ზვიადაურს, მეორე მხრივ კი 9 წელი აქვს მისჯილი ლევან ზურაბიშვილს, "აზარტული თამაშებით დაზარალებულ ადამიანს, რომლის ბანკში შეჭრას არც მსხვერპლი და არც ძარცვა არ მოჰყოლია".