loader

ლევან ხაბეიშვილის საგანგებო განცხადება - "მინდა საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურსში და ვუთხრა..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლევან ხაბეიშვილის საგანგებო განცხადება - "მინდა საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურსში და ვუთხრა..."

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი საერთაშორისო პარტნიორებს და სახალხო დამცველს ნინო ლომჯრიას სასამართლოსთან გუშინ განვითარებული მოვლენებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

როგორც ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, ხელისუფლება პოლიციას პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად იყენებს.

"გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, როგორ გადააქციეს პოლიცია პოლიტიკური დავალების შემსრულებლად, პოლიცია არ იცავს, მოქალაქეს, პოლიცია არ იცავს კანონს, ისინი ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს და რა თქმა უნდა, ისინი იცავენ რუსი ოლიგარქის ინტერესებს. ჩვენ გუშინ ვიხილეთ როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად მშვიდობიან მანიფესტანტებს, როგორ აგრესიულად ექცეოდნენ და უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს, მათ შორის, ოპერატორებს, ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად ხელითაც შეეხნენ ოპერატორს, რომლის ჯანმრთელობას ნამდვილად დაემუქრა საფრთხე, მას შემდეგ, რაც რამდენიმე პოლიციელი ეცა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე განმარტებით, სასამართლოსთან არა საპატრულო პოლიცია, არამედ სპეცრაზმი ჰყავდათ გამოყვანილი.