ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 60 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებს შეეხება - ვაქცინაცია საბერძნეთში სავალდებულო ხდება, არავაქცინირებული პირები თვეში 100 ევროთი დაჯარიმდებიან
საბერძნეთში 60 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება და არავაქცინირებული პირები თვეში 100 ევროს ოდენობის თანხით დაჯარიმდებიან, - ინფორმაციას Reuters-ი საბერძნეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"60 წლის ასაკიდან საბერძნეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ჯერჯერობით ვაქცინირებულები არ არიან, ასაცრელად ვიზიტი 16 იანვრამდე უნდა დაჯავშნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ყოველ თვეში 100 ევროთი დაჯარიმება ემუქრებათ", - აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა.
ცნობისათვის, საბერძნეთში, სადაც დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 63%. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დრომდე 60 წელზე უფროსი ასაკის 520 000-მდე მოქალაქე აუცრელია.