loader

დღეიდან ე.წ. "მწვანე პასპორტი" ამოქმედდა - ყველა დეტალი, რაც "მწვანე სტატუსის" მქონე, ან არმქონე პირმა უნდა იცოდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეიდან ე.წ. "მწვანე პასპორტი" ამოქმედდა - ყველა დეტალი, რაც "მწვანე სტატუსის" მქონე, ან არმქონე პირმა უნდა იცოდეს


შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ხვალიდან თუ რომელიმე ობიექტი „მწვანე ბარათების“ კონცეფციას არ დანერგავს, პირველ ეტაპზე სანქცია ფიზიკური პირებისთვის 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირების მიმართ 10 000 ლარის ოდენობით იქნება განსაზღვრული.

ამასთან, ფერაძის განცხადებით, თუ რომელიმე ბიზნესობიექტის მხრიდან სისტემური იქნება დარღვევები ან ესა თუ ის ობიექტი საერთოდ არ დანერგავს შესაბამის აპლიკაციას, შრომის ინსპექცია უფლებამოსილი იქნება, გარკვეული დროით შეუზღუდოს ეკონომიკური საქმიანობა.