loader

"სწრაფი ტესტი ვერ ამოიცნობს ახალ შტამს - "ომიკრონს", ახალ შტამს სპაიკცილაში 50-ზე მეტი მუტაცია აქვს"- ამირან გამყრელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სწრაფი ტესტი ვერ ამოიცნობს ახალ შტამს - "ომიკრონს", ახალ შტამს სპაიკცილაში 50-ზე მეტი მუტაცია აქვს"- ამირან გამყრელიძე

საქართველო უახლოეს პერიოდში სპეციფიკურ "პი-სი-არ" ტესტებს მიიღებს, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" სადიაგნოსტიკოდ გამოიყენებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, "ომიკრონის" იდენტიფიცირებისთვის ასევე საჭიროა ძვირად ღირებული სეკვენირება, რომლითაც საბოლოოდ დადასტურდება ახალი შტამის არსებობა. მისივე თქმით, მომზადებულია პროტოკოლი, სადაც გაწერილია, თუ როგორ უნდა ამოიცნონ ლაბორატორიებმა "ომიკრონი".

"სწრაფი ტესტი ვერ ამოიცნობს ახალ შტამს - "ომიკრონს". ახალ შტამზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია ზოგიერთი "პი-სი-არ" მეთოდით, რომელიც ქვეყანაში გამოიყენება და სამ გენზე მუშაობს. ახალი შტამის, "ომიკრონის" ამოცნობა სპეციალური "პი-სი-არით" ხდება. ხვალ ან ზეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ექნებათ ლუგარის თანამშრომლებს კონსულტაცია. უკვე არის გარკვეული სპეციფიკური "პი-სი-არი", რომელიც ჩვენ გვაქვს "დელტა" და "ალფა" შტამზე და მის იდენტიფიცირებას ვახდენთ.

ჩვენთან უკვე შემუშავდა პროტოკოლი, თუ როგორ შეიძლება ეჭვის მიტანა "ომიკრონზე". აღნიშნული გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას, ასევე, ყველა ლაბორატორიას დაეგზავნება, ვინც აწარმოებს "პი-სი-არ" დიაგნოსტიკას.

ასევე, ჩვენი წინადადებაა, რომ შერჩევითად გარკვეული ნიმუშები გამოიგზავნოს ლუგარის ლაბორატორიაში, რათა ჩატარდეს ძვირად ღირებული სეკვენირება, რომლითაც საბოლოოდ დადასტურდება ახალი შტამი. ახალ შტამს სპაიკცილაში 50-ზე მეტი მუტაცია აქვს. აქ არის სპეციფიკური მუტაციები, რომლებსაც ჩვენ სეკვენირებით ვადასტურებთ.

ქვეყანაში არსებობს პირველი წინასწარი პროტოკოლი, თუ სად უნდა მივიტანოთ ეჭვი ახალ შტამზე და რა უნდა გავაკეთოთ. ალბათ, სპეციფიკური "პი-სი-არი" მალე მოგვეწოდება პარტნიორების მხრიდან, მაგრამ ჩვენც ვაკეთებთ სეკვენირებას, რომელიც ყველაზე ზუსტია.

სპეციფიკური "პი-სი-არი" დიდი ალბათობით ამბობს, რომ საქმე გვაქვს "ომიკრონის" შტამთან, თუმცა, საბოლოოდ, მისი იდენტიფიცირება ხდება ვირუსის გენომის სეკვენირებით, დაშლით, რომელსაც ვაკეთებთ სხვა შტამების იდენტიფიცირებისას", - აღნიშნავს გამყრელიძე.