loader

ვრცელდება მიხეილ სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანის კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება მიხეილ სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანის კადრები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მის საქმეზე ჩანიშნულ პროცესზე დასასწრებად გორიდან უკვე წამოიყვანეს.

პენიტენციური სამსახურის მანქანა, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, ესკორტის თანხლებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან დედაქალაქის მიმართულებით ცოტა ხნის წინ დაიძრა.

ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება პოლიტიკურ ბრალდებებს.

„ეს სიტყვა იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი ბრალდების მხარისთვის“, - აცხადებს შოთა თუთბერიძე.