loader

ვრცელდება ალეკ ბოლდუინის ემოციური კადრები მისი პირველი ინტერვიუდან - "ჩახმახისთვის ხელი არ გამომიკრავს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება ალეკ ბოლდუინის ემოციური კადრები მისი პირველი ინტერვიუდან - "ჩახმახისთვის ხელი არ გამომიკრავს"

ჰოლივუდის მსახიობი ალეკ ბოლდუინი აცხადებს, რომ გადასაღებ მოედანზე იარაღის სასხლეტისთვის ხელი არ გამოუკრავს.

„ჩახმახისთვის ხელი არ გამომიკრავს. არასდროს არავისკენ მივმართავდი იარაღს და ჩახმახს არ გამოვკრავდი, არასოდეს“, - განაცხადა ბოლდუინმა ABC-სთან ინტერვიუში, რომლის ნაწყვეტიც დღეს გამოქვეყნდა.

ინტერვიუს დროს, რომლის სრული ვერსია მოგვიანებით გავრცელდება, ალეკ ბოლდუინი ძალიან ემოციურად საუბრობს და ტირის.

შეგახსენებთ, გასულ თვეში აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნის გადასაღებ მოედანზე, ალეკ ბოლდუინის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 42 წლის ოპერატორი დაიღუპა, რეჟისორი კი დაიჭრა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.