loader

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - პირდაპირი ეთერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - პირდაპირი ეთერი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ორივე ბრალდებული ესწრება.

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს ბრალდებულის სახით პირველად ესწრება.

ცნობისთვის, საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.