loader

“წარმოგიდგენიათ? უცებ შემოვარდა, გადამიარა და გადმომიარა: ნაცხროვა, უვიცო, გველო... გაკადრე როდისმე და ქოცი დაგიძახე?“ - ნათია მეგრელიშვილის სკანდალური მიმართვა დოდოშკა ხურცილავას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“წარმოგიდგენიათ? უცებ შემოვარდა, გადამიარა და გადმომიარა: ნაცხროვა, უვიცო, გველო... გაკადრე როდისმე და ქოცი დაგიძახე?“ - ნათია მეგრელიშვილის სკანდალური მიმართვა დოდოშკა ხურცილავას


“ჩემი უახლოესი მეგობრის კედელზე ვსაუბრობდით ჯორჯ კლუნის შესახებ, წარმოგიდგენიათ? უცებ შემოვარდა ვიღაც ადამიანი, არ მეცნობა სახელი და გვარი, რომელმაც გადამიარა და გადმომიარა, ნაცხროვა, ნაცსექტა, გაუნათლებელო, უწიგნურო, უვიცო, გველო, შავო, ჭრელო, მოკლედ, ყველაფერი. ვიფიქრე, ვინ არის ეს ადამიანი, რას გადამეკიდა. დავაკლიკე და გადავედი მის გვერდზე და ვინ არის? ადამიანი, რომელსაც 30 წელიწადია ვიცნობ, ერთმანეთს ვხვდებით აგერ უკვე 10 წელიწადია ტელევიზიებში, ქალბატონი დოდოშკა ხურცილავა. 

დოდოშკა, გენაცვალე, გაკადრე როდისმე და ქოცი დაგიძახე? გული გატკინე? მე ხომ ვუფრთხილდები ჩვენს ურთიერთობას და ნაცხროვას მეძახი ფეისბუქზე? იცი რა? მე მირჩევნია ვიყო ნაცხროვა, ვიდრე შენნაირი ელიტა“ - მიმართა ნათია მეგრელიშვილმა დოდოშკა ხურცილავას. 

ვიდეო: "ტვ პირველი"