loader

"დიახ, ეს ცოდვა ჩავიდინე... დიახ, პირველად ვამბობ ამას" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიახ, ეს ცოდვა ჩავიდინე... დიახ, პირველად ვამბობ ამას" - მიხეილ სააკაშვილი

შემდეგ მოვყვები, ილჰამ ალიევმა რა გაუკეთა საქართველოს ომის დროს. ერთი წამი არ გაჩერებულა ჩვენი ნავთობით და ბენზინით მომარაგება, არც ეროვნული ბანკის მომარაგება. დიახ, შევხვდი „სპა რეზორტში“. დიახ, ეს ცოდვა ჩავიდინე და ამაზე უნდა მომისაჯონ თურმე 11 წელი. „სპა რეზორტში“ ვიყავი, პროცედურებსაც ვიტარებდი! სამაგიეროდ, საქართველოს არ ჩაუკეტეს საზღვარი! საქართველოს შეუნარჩუნეს გაზის ფასი!“ - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, სახელმწიფოს ფული დაიხარჯა, რათა არ მომხდარიყო აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის ლეგიტიმაცია.