loader

"ხელი გაწიე ბიჭო" - გორში სამართალდამცავები და ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელი გაწიე ბიჭო" - გორში სამართალდამცავები და ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური იყო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა.

ზეღდულეთის მოსახლეობა კვლავ ითხოვს 2008 წელს გაყიდული სოფლის საძოვარი ფართობების სოფლისთვის დაბრუნებას. ამ მოთხოვნით ზეღდულეთელებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამე აქცია გამართეს.

დღეს დილიდან ცდილობენ პროტესტის ნიშნად თბილისი-სენაკის-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას. ამის საშუალება სოფელში მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დაპირისპირებისას პოლიციამ ერთი ადამიანი ტერიტორიიდან განარიდა.

ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ადგილზე დღესაც შეხვდნენ. ზეღდულეთში იმყოფებოდა შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

გორის საკრებულოში ზეღდულეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ბერიანიძის ინფორმაციით, ხელისუფლება ცდილობს სამართლებრივი გზების მოძებნას, რომ არ მოხდეს მიწის ამჟამინდელი მფლობელის, რომელიც კეთილსინდისიერი შემძენია, უფლებების დარღვევა და ასევე გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის ინტერესებიც.