loader

"ძალიან საშიში ინფორმაცია ვრცელდება, რომელმაც ჩემამდეც მოაღწია" - რა განაცხადა ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან საშიში ინფორმაცია ვრცელდება, რომელმაც ჩემამდეც მოაღწია" - რა განაცხადა ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ?

"ძალიან საშიში ინფორმაცია ვრცელდება, რომელმაც ჩემამდეც მოაღწია. უახლოეს კვირებში მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა სურთ. ეს ჩათვალეთ, რომ მის მკვლელობას ნიშნავს", - ამის შესახებ რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა წესის მიხედვით, თუ სააკაშვილმა 50 დღის განმავლობაში იშიმშილა, სულ მცირე 100 დღის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს ჰოსპიტალში, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივ მონიტორინგსა და მკურნალობას საჭიროებს.

ამასთანავე, რადას დეპუტატმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოუვლინდა ახალი სიმპტომები და გაუგებარია, რატომ ამბობენ ექიმები, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

"გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ არ ვიცი, რატომ ამბობენ ექიმები, რომ ის უკეთესადაა, რადგან დღეს დავინახე, რომ სინამდვილეში, ის უარესადაა- აქვს დასიებული სახე, სხეული, აქვს გამონაყარი, რომელსაც აქვს ნევროლოგიური ხასიათი, ექიმი არ ვარ, მაგრამ ვხედავ, რომ ყველაფერი რიგზე არ არის. აქვს მხედველობის პრობლემები, ძალიან დაეცა ჰემოგლობინი, თავს გრძნობს სუსტად და ვგრძნობ, რომ კომუნიკაციის რამდენიმე წუთის შემდეგ, მას უკვე უჭირს და ესაჭიროება დასვენება. რა თქმა უნდა, საწოლიდან დგება, თუმცა იქ ძალიან ცოტა ადგილია იმისთვის, რომ რაიმე გადაადგილებაზე ვისაუბროთ", - განაცხადა იასკომ.