loader

"საჯაროდ პირველად ვამბობ ამას" - "ემპათიას" ხელმძღვანელის სკანდალური განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საჯაროდ პირველად ვამბობ ამას" - "ემპათიას" ხელმძღვანელის სკანდალური განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესახებ

"ემპათიას" ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპული პრეპარატების საკმაოდ მაღალი დოზები დაუნიშნეს, რისი საჭიროებაც არ იყო.

როგორც ჯიშკარიანი განმარტავს, ფსიქოტროპული პრეპარატების არასწორი გამოყენების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი აქვს „ფარმაკოლოგიური წამების სახეს და არასათანადო მოპყრობას“.

„საჯაროდ პირველად ვამბობ ამას. იკვეთება არაშესაბამისი მკურნალობის გარემოება, როგორც მინიმუმ რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან დაწყებული, რომელიც ეხება ფსიქოტროპული პრეპარატების არასწორ გამოყენებას, რაც საერთაშორისო სტანდარტებით განიხილება, როგორც ფარმაკოლოგიური წამების სახე და არასათანადო მოპყრობა“, - აღნიშნავს მარიამ ჯიშკარიანი „მთავარ არხთან“.