loader

გასართობი ღონისძიების ვიდეოკადრები "ხიდიდან", რის გამოც შრომის ინსპექციამ კლუბი 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გასართობი ღონისძიების ვიდეოკადრები "ხიდიდან", რის გამოც შრომის ინსპექციამ კლუბი 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა.ინსპექციის თანამშრომლებმა კლუბი გასულ ღამეს დააჯარიმეს, ხოლო მისი დალუქვა ცოტა ხნის წინ განხორციელდა.

შრომის ინსპექციის განცხადებით, მათი ზედამხედველობისას კლუბში აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინა.

„მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ ზედამხედველობისას კლუბ „ხიდზე“ აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინა, რის გამოც კლუბი დალუქა და დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის მხრიდან აღნიშნული ორგანიზაცია არაერთგზის იქნა გაფრთხილებული, მასობრივი გასართობი ღონისძიების განხორციელების აკრძალვასთან დაკავშირებით, ვინაიდან 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედებული ცვლილებების მიუხედავად იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილების შესაბამისად, მასობრივი გასართობი თუ სოციალური ღონისძიებების განხორციელება კვლავ აკრძალვად რჩება.

მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელობამ მხედველობაში არ მიიღო აღნიშნული გარემოება და ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ორგანიზება გაუწია მასობრივ გასართობ ღონისძიებას.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება და დააჯარიმა 10 000 ლარით.

აქვე აღსანიშნავია, რომ „მწვანე ზონების“ კონცეფციის შექმნის მიზნით ღამის კლუბების ეტაპობრივ ჩართვასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია, მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად აქტიურად მუშაობს უსაფრთხო პროტოკოლის შექმნის საკითხებზე, რომლის შედეგადაც განხორციელდება სექტორის ფუნქციონირების განახლება.

შრომის ინსპექცია აქტიურად განაგრძობს მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც მწვანე ზონების უსაფრთხო კონცეფციის მონიტორინგის კუთხით, ასევე ზედამხედველობას უწევს აკრძალული სოციალური ღონისძიებების გამოვლენის ფაქტებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.