loader

ვისი დანიშნულებით იღებდა მიხეილ სააკაშვილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს? - მარიამ ჯიშკარიანის კომენტარი ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვისი დანიშნულებით იღებდა მიხეილ სააკაშვილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს? - მარიამ ჯიშკარიანის კომენტარი ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ნერვოლოგიურად, ლაბილურია, შესაბამისად, საჭიროა მკურნალობა. აღნიშნული განცხადება მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ჯიშკარიანის თქმით, გაეცნენ სამედიცინო ბარათს და მკურნალობის ტაქტიკას, თუ როგორი ტაქტიკაა უპრიანი, იმისათვის რომ ალაგდეს „ის ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომელიც კვლავ არსებობს და ის ემოციური ლაბილობა და პოსტტრავმული აშლილობის სიმპტომები, რომელიც საკმაოდ მწვავეა“.